“გამოიცა საბოლოო რედაქტირებული ვერსია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მზადდება ინგლისური თარგმანიც და დოკუმენტი ყველა რელევანტურ ორგანიზაციას და საელჩოს გაეგზავნება.
“ინგლისური თარგმანიც უკვე მზად არის და რამდენიმე კვირაში ინგლისურენოვანი ვერსიაც დაიბეჭდება, რომელიც ყველა რელევანტურ ორგანიზაციას და საელჩოს გადაეგზავნება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დოკუმენტალურად იხილოს თუ რა დანაშაულები იყო ჩადენილი ყოფილი რეჟიმის პირობებში 2003 წლიდან დაწყებული დღემდე”, – განაცხადა პაპუაშვილმა.