„ჩვენი მხრიდან მთავარია, რომ ვართ ძალიან მტკიცე და პრინციპულები ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვაზე, ეროვნულ თვითგადარჩენასა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე” – მარიამ ლაშხი

“ოფიციალური თბილისის პოზიცია ძალიან მკაფიოა და ხაზგასმული იყო, რომ ევროინტეგრაცია ჩვენთვის გადის პირველ რიგში სუვერენიტეტის, ეროვნული ღირებულებების დაცვის გზაზე და არაფერი დადგება ამის საპირწონედ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განუცხადა.

„ჩვენი მხრიდან მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვართ ძალიან მტკიცე და პრინციპულები ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვაზე, ეროვნულ თვითგადარჩენასა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა დაუბრუნდება რეალურ ევროპას.

ჩვენ დავაკვირდებით და ხელს შევუწყობთ ყველა იმ მოძრაობას და ცვლილებას, რაც, პირველ რიგში იქნება ორიენტირებული ხალხთა შორის ურთიერთობის გამყარებაზე და ეროვნული ინტერესების დაცვაზე, რომელიც თითოეული ქვეყნის უნიკალურობის გაერთიანებით იყო მთავარი არსი ევროპის“, – აღნიშნა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები