“ის, ვინც რუსეთთან ესკალაციისკენ გვიბიძგებს, გვწირავს ახალი ომისთვის” – შალვა პაპუაშვილი
“ის, ვინც საქართველოსგან “რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან სრულ შესაბამისობას” ითხოვს, ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ის, ვინც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, ქვეყანას რუსეთთან ესკალაციისკენ უბიძგებს.
“ის, ვინც რუსეთთან ესკალაციისკენ გვიბიძგებს, გვწირავს ახალი ომისთვის”, – წერს პაპუაშვილი.