მათიკაშვილი – „იგლ ჰილსის“ პროექტზე: ეს ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება, ქვეყნის ეკონომიკა აუცილებლად წავა წინ
“ეს ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება, ქვეყნის ეკონომიკა აუცილებლად წავა წინ და ყველა იმ სურვილს და მიმართულებას, რაც საქართველოს მოწინააღმდეგეებს გააჩნიათ, ელოდება ფიასკო”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
კერძოდ, დეპუტატი „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას აფასებს.
„ეს იყო პროვოკაცია ქართველი ხალხის, ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ, რადგანაც მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია, რომელიც პრაქტიკულად არის უნაკლო და მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანია ჩვენი საზოგადოებისთვის, მის წინააღმდეგ იყო აგორებული კამპანია ჩვენი ქვეყნის მტრების მიერ, როგორც ქვეყნის გარედან, მათ მოძებნეს დასაყრდენი ქვეყნის შიგნით. ეს ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება, ქვეყნის ეკონომიკა აუცილებლად წავა წინ და ყველა იმ სურვილს და მიმართულებას, რაც საქართველოს მოწინააღმდეგეებს გააჩნიათ ელოდება ფიასკო“, – ამბობს მათიკაშვილი.