ირაკლი ღარიბაშვილი: 20 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა

20 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა, რატომღაც არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მე ეს ძალიან მახარებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის 2-წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის შეფასებით, ეს სახელმწიფო პოლიტიკის და საყოველთაო ჯანდაცვის შედეგია. “მინდა გითხრათ, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა, რატომღაც არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მე ეს ძალიან მახარებს. წელს პირველად 20 წლის განმავლობაში დაფიქსირდა პენსიონერთა რიცხვის ზრდა, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი, ეს მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, ეს მოიტანა თავისუფლებამ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, რეგიონებში აშენდა და მოეწყო 82 ამბულატორია და 30 პროცენტით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები