საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისალოც წერილში სადირ ჟაპაროვი ყირგიზეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ძვირფასო ბატონო მიხეილ, ყირგიზეთის რესპუბლიკის ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მჭიდრო და მეგობრული კავშირები ყირგიზეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომელიც ურთიერთგაგების, პატივისცემისა და ნდობის პრინციპებს ემყარება.
ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას, კიდევ უფრო გავაძლიერო ყოვლისმომცველი ურთიერთობები ყველა იმ სფეროში, რომელიც ჩვენი ქვეყნების გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება.
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს სახელმწიფო სამსახურში, ხოლო საქართველოს ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას”,- აღნიშნულია მისალოც წერილში.