თენგიზ შარმანაშვილი – პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე: დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ბევრი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს ისეთი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სასამართლოში ვერ უარყოფენ
“იქნება სამართლებრივი დავა და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ბევრი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს ისეთი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სასამართლოში ვერ უარყოფენ,” – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში შეტანილ ახალ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
„ფედერალისტები თუ ფორმალურად გაყოფილები იყვნენ კრებსითი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ახლა ერთი სახე მიიღეს და რა თქმა უნდა, მათ არ გამოვტოვებდით. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ბევრი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს ისეთი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სასამართლოში ვერ უარყოფენ. თავად მოგვცეს დამატებითი მტკიცებულება, რომ ერთიან ჭრილში უნდა იყოს განხილული მათი არაკონსტიტუციური მოქმედებები“, – აცხადებს შარმანაშვილი.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“, „ევროპელი სოციალისტები” და „ხალხის ძალა” 3-ის ნაცვლად, 4 პარტიის აკრძალვას ითხოვს. ესენია – „ნაციონალური მოძრაობა”, „ახალი“, „ლელო” და ახლა უკვე – „ფედერალისტები”.