რატომ დაჰყავს დავით ნარმანიას შვილი გიული ალასანიას კერძო ბაღში?

რატომ დაჰყავს დავით ნარმანიას შვილი გიული ალასანიას კერძო ბაღში, სადაც თვეში 400 ლარს იხდის? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, თბილისის მერმა შვილი პირველად სახელმწიფო ბაღში მიიყვანა, კერძოდ – თბილისის №211 საბავშვო ბაღში. როგორც “კვირის ქრონიკასთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის“ სკოლამდელი აღზრდის კომისიის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა მზია ფაილოძემ განუცხადა, პატარა კონსტანტინემ აღნიშნულ ბაღში მხოლოდ ერთი კვირა იარა. ერთი კვირის თავზე კი მშობლებმა ბავშვი სხვა ბაღში გადაიყვანეს.
“ყველამ იცის, რომ დედაქალაქის მერის ვაჟი საქართველოს უნივერსიტეტის ბაღში დადის, სადაც გადასახადი თვეში ბავშვზე 400 ლარია. საქართველოს უნივერსიტეტს აქვს როგორც სკოლამდელი, ასევე დაწყებითი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებები. რამდენადაც ჩვენი ორგანიზაციისთვის ცნობილია, ყველა ეს დაწესებულება ეკუთვნის საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას“, – აცხადებს რესპონდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები