ეკა ბესელიას ვარაუდით, უკანონო ჩანაწერების ასლები საქართველოდან დათა ახალაიამ გაიტანა

სავარაუდოდ, ერთ-ერთი სწორედ დათა ახალაია იყო, რომელმაც ქვეყნიდან უკანონო ჩანაწერების ასლები გაიტანა, აღნიშნულის შესახებ საგაზეთო ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საუბრობს. მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით ყველა აკრძალულ მეთოდს გამოიყენებს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის მთავარი მიზანია, ყველა უკანონო, ძალადობრივი და პროვოკაციული მეთოდით არიონ ვითარება, ქაოსური სიტუაციები შექმნან და მდგომარეობა დაძაბონ. ამ მიზნის მისაღწევად კი ისინი ყველა აკრძალულ მეთოდს გამოიყენებენ“, – მიიჩნევს ბესელია.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან ბევრი უკანონოდ მოპოვებული მასალებს ასლები აქვთ და არ გამორიცხავს, რომ მათ ეს მასალები ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატად გამოიყენონ.
“ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წლების განმავლობაში ძალიან დიდი ინფორმაცია გროვდებოდა, ათასობით ფაილი იყო დაარქივებული. ბუნებრივია, რომ მათ ასეთი უკანონო ჩანაწერები ჰქონდეთ და არ გამოვრიცხავ, რომ “ნაციონალებმა“ ეს მეთოდი გამოიყენონ, ის მასალები, რომლის ძალიან დიდი ნაწილი ქვეყნიდან აქვთ გატანილი, ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა გზით გაავრცელონ. თუ უკანონო ჩანაწერები ინტერნეტში გავრცელდება, ბუნებრივია ეს იმ პირთა “შემოქმედება“ იქნება, ვისაც ასეთ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება და ვინც ყველაფერს იკადრებს, რათა ეს ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენოს. ,,ნაცმოძრაობა“ ყველა დაუშვებელ მეთოდს მიმართავს, ამიტომ სამართალდამცავებს დიდი სიფხიზლე მართებთ“,- ამბობს ბესელია.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ,,ნაცმოძრაობის“ ლიდერები საბერძნეთში დათა ახალიას შეხვდნენ.
„სხვათა შორის, შემთხვევითი არაა, რომ ,,ნაცმოძრაობი“ რამდენიმე ლიდერი საბერძნეთში იმყოფებოდა, სადაც ისინი დათა ახალიას შეხვდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრის თემა კომპრომატების საკითხი ყოფილიყო. სავარაუდოდ, ერთ-ერთი სწორედ დათა ახალაია იყო, რომელმაც ქვეყნიდან უკანონო ჩანაწერების ასლები გაიტანა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები