“ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, განსაკუთრებით საშუალოვადიან პერიოდში, არის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით” – მარიამ ქვრივიშვილი
“სახელმწიფომ მოხსნა მთავარი ბარიერი იმისთვის, რომ კეთილსინდისიერმა ინვესტორებმა განაგრძონ ახალ, დათქმულ ვადებში ენერგეტიკული პროექტების განვითარება, დასრულება იმისთვის, რომ ჩვენ წლიდან წლამდე ვნახოთ აჩქარებული ტემპი ენერგეტიკის სექტორში”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორში მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა, რომელიც დავალიანების ჩამოწერას ეხება.
„თუმცა, მეორე მხრივ სახელმწიფო განაგრძობს იყოს ძალიან დიდი მხარდამჭერი თითოეული კეთილსინდისიერი ინვესტორის, რომელიც მოტივირებულია და რომელსაც აქვს სურვილი და განზრახვა, თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. სახელმწიფომ მოხსნა მთავარი ბარიერი იმისთვის, რომ კეთილსინდისიერმა ინვესტორებმა განაგრძონ ახალ, დათქმულ ვადებში ენერგეტიკული პროექტების განვითარება, დასრულება იმისთვის, რომ ჩვენ წლიდან წლამდე ვნახოთ აჩქარებული ტემპი ენერგეტიკის სექტორში. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, განსაკუთრებით საშუალოვადიან პერიოდში, არის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.