პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაესწრებიან

სასტუმრო “რედისონში” დაგეგმილ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენას მთავრობის წევრები, ექიმები, მასწავლებლები, მეწარმეები, ჯარისკაცები, პოლიციელები, სპორტსმენები, სტუდენტები, აფხაზი და ოსი მოქალაქეები დაესწრებიან. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს, – ამის შესახებ პრემიერმა 25 ოქტომბერს გამართულ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა. ანგარიშის წარდგენა სასტუმრო “რედისონში” დღეს 12:00 საათზე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები