ფინეთის პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროპელ ლიდერებთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად შეერთებულ შტატებში არ გაემგზავრება, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.
მანამდე, Reuters-მა ევროკავშირის ორ დიპლომატზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპელი ლიდერები 15 დეკემბერს ბერლინში შეხვედრას გეგმავენ, რათა უკრაინის სამშვიდობო გეგმა განიხილონ.
„რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის 15-16 დეკემბერს ტეხასში, აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა… პრეზიდენტი კვირის დასაწყისში ევროპაში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი მიძღვნილ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.