ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვმა და მისმა მთავრობამ გადადგომის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.
“ჩვენ გვესმის მოქალაქეების ხმა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მოთხოვნებს. როგორც ახალგაზრდებმა, ასევე ხანდაზმულებმა ხმა ამოიღეს გადადგომის სასარგებლოდ. ეს სამოქალაქო პოზიცია უნდა წახალისდეს“, – განაცხადა ჟელიაზკოვმა.
გადადგომის გადაწყვეტილება მასობრივმა საპროტესტო აქციებმა გამოიწვია, რომლებიც რამდენიმე ქვეყანაში კორუფციის, ეკონომიკური პოლიტიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
ჟელიაზკოვმა აღნიშნა, რომ მთავრობა ხალხის ნებას ასახავს და მოუწოდა ყველას, დისკუსიებით ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარონ.
როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი ოპოზიციის და პროტესტის მხარდაჭერას გამოთქვამს და ახალ მთავრობის ფორმირებას მოითხოვს.