საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის CORTE – ს სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის CORTE – ს სრულუფლებიანი წევრი გახდა. საგზაო ტრანსპორტის სამართალდამცავი ორგანიზაციების კონფედერაციის წევრობა საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საგზაო ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, CORTE – ში 31 ქვეყნის საგზაო ტრანსპორტის 35 მარეგულირებელი ორგანიზაცია, ასევე პროფილური ასოციაციები და კერძო კომპანიები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების განსაზღვრა, ტაქოგრაფი, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა, მძღოლთა მობილობა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები, საგზაო უსაფრთხოება და სხვ. შედეგად, CORTE-ს წევრობა სააგენტოს მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების საკითხებთან დაკავშირებით, ასევე მონაწილეობა მიიღოს CORTE-ს სახელმძღვანელოების/რეკომენდაციების შემუშავებასა და ფორმირებაში, მათ შორის, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმებსა და ტაქოგრაფის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ინტერპრეტაციის, გამოყენებისა და დახვეწის მიზნით.

ქვეყანაში მიმდინარე საგზაო ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები ახორციელებენ სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას გზისპირა ზონებში. სააგენტოსთვის CORTE – ს სრულუფლებიანი წევრობის ინტერესი და საჭიროება საგზაო ინსპექტირების მიმდინარე რეფორმითაა განპირობებული. რეფორმის ეფექტიანად ადმინისტრირებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგზაო ინსპექტირების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ გააღრმაოს ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან და კომპეტენტურ ორგანოებთან.

კონფედერაცია CORTE აერთიანებს 81 წევრს, მათ შორის 31 ქვეყნის 35 საგზაო ტრანსპორტის მარეგულირებელ უწყებას, 134 საგზაო ტრანსპორტის ასოციაციასა და 33 კერძო კომპანიას.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები