დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, CNN უნდა გაიყიდოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამბობს, რომ ტელეარხი CNN უნდა გაიყიდოს.
ის ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ამჟამად CNN-ს მართავენ არაკეთილსინდისიერ ადამიანთა ჯგუფს წარმოადგენენ და მათ აღარ უნდა მიეცეთ კომპანიის მართვის გაგრძელების უფლება.
“ვფიქრობ, რომ ადამიანებს, რომლებმაც CNN გაანადგურეს, (სხვათა შორის, არავინ უყურებს, ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს), ტელეარხის მართვის უფლება აღარ უნდა მიეცეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი შეთანხმება გარანტირებული უნდა იყოს. CNN უნდა იყოს შეთანხმების ნაწილი, ან ცალკე გაიყიდოს. არ მგონია, რომ თაღლითი ადამიანების ჯგუფმა, რომელიც ამჟამად კომპანიას მართავს, მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს. ვფიქრობ, რომ CNN უნდა გაიყიდოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.