სტრასბურგში გამართული იუსტიციის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი მონაკოს იუსტიციის სახელმწიფო მდივან სამუელ ვუელტას შეხვდა
სტრასბურგში გამართული იუსტიციის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი მონაკოს იუსტიციის სახელმწიფო მდივან სამუელ ვუელტას შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. პაატა სალიამ კოლეგას გააცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები ადამიანის უფლებების, პენიტენციური სისტემის, სერვისების განვითარებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მონაკოს დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში გაიმართება.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.