საკრებულოში თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროებს შორის ახალგაზრდობის სფეროში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, აღნიშნა, შეხვედრის მიზანს ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები და ახალგაზრდებზე გათვლილი პრიორიტეტები. დღევანდელ შეხვედრაზე ორივე მხარემ აქტუალური საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში დაგვეხმარება. ეს კი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ერთობლივი ინიციატივების და პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ამავე კომისიის წევრები: ალექსანდრე მუკათარიძე, შალვა პერანიძე, ვაჟა კოკაია, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარე ვახტანგ ბააკაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები