2026 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 928 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული

2026 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 928 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს ფარგლებში ძირითადი ცვლილებები შემდეგია:

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულება გაზრდილია 16 მილიონი ლარით და 65 მილიონ ლარს აჭარბებს;

მთის კურორტების დაფინანსება გაზრდილია 10 მილიონი ლარით;

საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის დამატებით გამოიყოფა 10 მილიონ ლარზე მეტი და პროგრამის დაფინანსება 156 მილიონ ლარს აჭარბებს;

რკინიგზის სამგზავრო ნაწილის სუბსიდირებისთვის დამატებით გამოყოფილია 7 მილიონი ლარი;

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებული, ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტის თანხა განისაზღვრა 35 მილიონი ლარის ოდენობით;

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრება 50 მილიონი ლარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები