ქართული ხორბალი, ჩვენი ქვეყნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია და ის არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რაც დღეს UNESCO-მაც დაადასტურა – დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი „UNESCO-ს მიერ ქართული ხორბლის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანას გამოეხმაურა.
„UNESCO-ს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, რომელიც გაჯერებულია ღირებული კულტურული მემკვიდრეობებით. ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის და მსოფლიო ღირებულებებს ქმნის, მათ შორის აგრარული მიმართულებით. ღვინო, რომელიც საქართველოში დაიბადა და დღეს უკვე აღიარებული ქართული ხორბალი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები.
ქართული ხორბალი, ჩვენი ქვეყნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია. მისი ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის და არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რაც დღეს UNESCO-მაც დაადასტურა“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.