ირაკლი კირცხალია: ლიზ ტრასის სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა – საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ

,,ბოლო დღეებია, ჩვენი ქვეყნის მიმართ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლის ქვეშ არსებული ბრიტანეთის მთავრობიდან და ასევე კონტროლირებადი, ეგრეთ წოდებული მედიის მხრიდან დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება”,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კირცხალიამ გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვების ციტირება მოახდინა და განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ მის სიტყვებში ეჭვი შეიტანონ.

“ამ სამარცხვინო ცილისწამების პასუხად მინდა ვთქვა შემდეგი
„მცირე ბიზნესი კვდება. დიდი ბიზნესი მიდის. ადამიანებს საკუთარი კბილების ამოღება უწევთ, რადგან სტომატოლოგთან მისვლა არ შეუძლიათ. ჩვენ შემოგვყავს მიგრანტები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის განადგურება სურთ – სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ბანდები ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდნენ წარმოუდგენელ სექსუალურ დანაშაულებს ახალგაზრდა გოგონების წინააღმდეგ. ეს დანაშაულები ხელისუფლების მიერ იყო დაფარული.
ვერავის ვერ ვაძევებთ ქვეყნიდან, ადამიანის უფლებათა ქსელისა და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის დივერსიფიცირების გამო. ხალხი სასოწარკვეთილებაშია, მაგრამ მათ არც კი აქვთ უფლება, რომ ამაზე ისაუბრონ. თუ ტრანსგენდერული იდეოლოგების წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ, შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დაგაპატიმრონ: ჰითროუს აეროპორტში, თქვენს სახლში, ოფისში.
ერი, რომელმაც გამოიგონა სიტყვის თავისუფლება და სწორედ 1695 წელს დაარსდა თავისუფალი პრესა, ახლა სახელმწიფო ცენზურის სამშობლოა. ამ კატასტროფას, ბრიტანეთის დაცემას, ინგლისის დაცემას, ლონდონის დაცემას ხელმძღვანელობს მმართველი ელიტა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სძულს. რაც შეეხება კონკრეტულად BBC -ის, ის დეზინფორმაციის გამავრეცელები მთავარი იარაღია და მიხარია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამხილა ეს ფარისევლები”.
მეგობრებო, მე ახლა წავიკითხე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვები, რაც ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა. საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ… ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი, რომ ქალბატონი ლიზ ტრასის სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ – დიდი მადლობა!” -განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები