სოზარ სუბარი მექსიკაში იმყოფება

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ტექნიკური დახმარების ნებაყოფლობითი ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრის სტატუსით, მექსიკას ეწვია. როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, სამეურვეო საბჭოს 39-ე სხდომის ძირითადი საკითხები ფონდის 2014 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და უნივერსალური პერიოდული გადახედვის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდთან ურთიერთმიმართებაა. საბჭოს სხდომა პირველად ამერიკის კონტინენტზე გაიმართა. საბჭო, სამომავლოდ ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელების მიზნით, მექსიკაში სიტუაციის ადგილზე შეისწავლის.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრები მექსიკის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ტექნიკური დახმარების ნებაყოფლობითი ფონდი 1987 წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის რეზოლუციის საფუძველზე დაარსდა. ფონდის საქმიანობის მიზანი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის მიმართულებით, ეროვნული ინსტიტუტებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევაა. ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრები გაეროს გენერალური მდივნის მიერ სამი წლის ვადით ინიშნებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები