ევროკავშირმა მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროპისთვის რუსული გაზის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტას ისახავს მიზნად

ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის თანდათანობითი შეწყვეტის რეგულაციაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის REPowerEU-ს საგზაო რუკის ცენტრალურ ელემენტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ გაზის მიწოდების იარაღის სახით გამოყენების შემდეგ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულებას, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე.

რეგულაცია რუსეთიდან როგორც თხევადი ბუნებრივი აირის (LNG), ასევე მილსადენებით გაზის იმპორტის იურიდიულად სავალდებულო, ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს, სრული აკრძალვით, 2026 წლის ბოლოდან და 2027 წლის შემოდგომიდან .

“ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის მდგრადი და დამოუკიდებელი ენერგეტიკული ბაზრის მიღწევის უმთავრეს მიზანს, ევროკავშირის მიწოდების უსაფრთხოების შენარჩუნებით”,- აცხადებენ ევროკავშირის საბჭოში.

მათივე ცნობით, ახალი წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმებს როგორც კომპანიებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები