ომის შესწავლის ინსტიტუტი – კრემლი ტრამპის სამშვიდობო გეგმის უარყოფისთვის ემზადება
კრემლი ტრამპის სამშვიდობო გეგმის უარყოფისთვის ემზადება,- ამის შესახებ პროგნოზს ომის შესწავლი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.
ISW-ის ანგარიშის მიხედვით, დღეს, ვლადიმერ პუტინისა და თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრის დროს კრემლის ლიდერი, სავარაუდოდ, აშშ-უკრაინის ერთობლივ სამშვიდობო წინადადებას უარყოფს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთი განზრახ თავს არიდებს მოლაპარაკებების შესახებ საჯარო განცხადებებს.
“კრემლის ოფიციალური პირები მუდმივად უარყოფენ როგორც 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, ასევე მის ადაპტირებულ ვერსიებს, რადგან ისინი არ ითვალისწინებენ რუსეთის მაქსიმალისტურ სამხედრო მოთხოვნებს”,- აცხადებს ISW-ი.