ევროპელებს კიევის “საომარი მანქანის” მხარდასაჭერად რუსული ფულის მოპარვა სურთ – კრემლი

ევროპელებს უბრალოდ სურთ, გაყინული რუსული აქტივების მოპარვა და მათი კიევის „საომარი მანქანის“ მხარდაჭერაზე დახარჯვა,- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ინდოელ ჟურნალისტებს ნიუ დელიში რუსეთ-ინდოეთის სამიტის წინ განუცხადა.

პრესსპიკერის თქმით, ევროპელები ცდილობენ, იპოვონ გზა, რათა უკრაინას კონფლიქტის გასაგრძელებლად ფინანსური რესურსები მიაწოდონ.

“ევროპელები ევროპაში დაბლოკილი რუსული აქტივების მოპარვის შესაძლებლობას განიხილავენ. ეს 200 მილიარდ დოლარზე მეტია“, – აღნიშნა პესკოვმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა დასძინა, რომ აქტივების გაყინვა უკანონო იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები