თურქეთის სანაპიროსთან, რუსეთიდან საქართველოში მიმავალ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა
ტანკერ Midvolga 2-ზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოში მიემართებოდა და მზესუმზირის ზეთით იყო დატვირთული, თავდასხმა განხორციელდა,- ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება.
შემთხვევა თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით მოხდა.
“ტანკერ Midvolga 2-ზე თავდასხმა ჩვენი სანაპიროდან 80 მილის დაშორებით განხორციელდა. ამჟამად, გემის ეკიპაჟის 13 წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გემი დახმარებას არ ითხოვს. ჩართული ძრავებით გემი სინოპის მიმართულებით მიემართება“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.