ტრამპმა მადუროს მიმართ მოთხოვნები გაამკაცრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროს ქვეყნის დატოვებისთვის განსაზღვრული ვადა მისცა,- ამის შესახებ ინფორმაცია წყაროებმა აშშ-ის ადმინისტრაციაში დაადასტურეს.

Reuters-ის ცნობით, სატელეფონო საუბარი, რომელშიც ტრამპმა მადუროს „უსაფრთხო გასვლის“ ვარიანტი შესთავაზა, 21 ნოემბერს გაიმართა.

სააგენტოს ინფორმაციით, ვენესუელის ლიდერმა არ მიიღო ვაშინგტონის პირობები, რომელთა შორის იყო ძალაუფლების დათმობა და პოლიტიკური სტრუქტურის გარდაქმნა.

Reuters-ის წყაროების ცნობით, სატელეფონო საუბრისას მადურომ ტრამპს განუცხადა, რომ მზად იყო დაეტოვებინა ვენესუელა იმ პირობით, რომ მას და მის ოჯახის წევრებს სრული სამართლებრივი ამნისტია ექნებოდათ, მათ შორის აშშ-ის ყველა სანქციის მოხსნა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მისი საქმის შეწყვეტა.

წყაროების ცნობით, უსაფრთხო გასვლის ვადა პარასკევს ამოიწურა, რის გამოც ტრამპმა შაბათს ვენესუელას საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ განაცხადა.

ამასთან, მადურომ ტრამპის შეთავაზება საჯაროდ უარყო და აშშ-ის მოთხოვნები „დამმონებელ პირობებად“ შეაფასა. მისივე თქმით, ვენესუელა „არ დათმობს სუვერენიტეტს“ და მზად არის ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები