დონალდ ტრამპი BBC-ზე: ჩვენ მათ 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციისთვის ვუჩივლებთ

„ჩვენ მათ 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციისთვის ვუჩივლებთ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, BBC-სთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.

„ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთო, მათ აღიარეს კიდეც, რომ იცრუეს“, – თქვა ტრამპმა. „მათ შეცვალეს ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვები“.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე არ უსაუბრია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, თუმცა მას უახლოეს დღეებში დაურეკავს. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, თავად სტარმერმა მასთან დაკავშირება სცადა, რომელიც ინციდენტის გამო „ძალიან შერცხვენილი იყო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები