სინგაპურში ნარკოდანაშაულისთვის ორ დღეში სიკვდილით სამი მამაკაცი დასაჯეს
სინგაპურში, ორ დღეში, ნარკოდანაშაულისთვის სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ სამივე მსჯავრდებული ნარკოტიკების დიდი ოდენობით გადაზიდვაში დაადანაშაულეს.
როგორც მედია აღნიშნავს, ქვეყანაში ნარკოდანაშაულის გამო სასიკვდილო განაჩენები სქემატურად განიხილება და ოფიციალური სტრატეგიის ნაწილია.
2025 წელს სინგაპურში სიკვდილით დასჯის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკვე 17–ს მიაღწია. საერთაშორისო ორგანიზაციები და უფლებადამცველები ქვეყნის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ დასჯის ამ ფორმის გამოყენებისთვის და ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევას აღვნიშნავენ.
როგორც “ბიბისი” წერს, სინგაპურს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ანტინარკოტიკული კანონი აქვს, რომელიც, მისი თქმით, ნარკოდანაშაულის აუცილებელი შემაკავებელი ფაქტორია, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
სინგაპურის მთავრობა ამტკიცებს, რომ სიკვდილით დასჯამ ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად აქცია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სასჯელი მხოლოდ იმ დანაშაულებზე გამოიყენება, „რომლებიც მსხვერპლისა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ყველაზე სერიოზულ ფორმებს მოიცავს“.