“ისეთი მარშრუტი გავიარე, იქნებ ტურებს შევეჭამე გზაში, იმიტომ წამოვიღე ეს იარაღი; ვინმეზე თავდასხმა რომ მდომოდა, ცოცხალი არ დარჩებოდა არცერთი” – ელისაშვილი

“რაღაც სისულელეს მაბრალებთ. ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან ცოცხალი არავინ იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს. აღტაცებული ვარ იმ მანდატურის გამბედაობით, პატარა ჩია კაცი იყო, მაგრამ ვენაცვალე კაცობაში, თავის საქმე გააკეთა”, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “შემოლაწუნება უნდოდა ყველასთვის”.

“რაღაც სისულელეს მაბრალებთ. ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან ცოცხალი არავინ იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს. აღტაცებული ვარ იმ მანდატურის გამბედაობით, პატარა ჩია კაცი იყო, მაგრამ ვენაცვალე კაცობაში, თავის საქმე გააკეთა. მოვიგერიე, მოვერიე. ერთადერთი ის მინდოდა, რომ მისგან თავი დამეღწია, ჩამაფრინდა და ვერ მოვიშორე. ყოჩაღ მას. გიკვირთ ამის თქმა ჩემგან, მაგრამ მე ჯერ ადამიანი ვარ, მერე კაცი და მერე ვარ ტერორისტი. უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება. ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. ყველაფერი წინასწარ მოვამზადე, გეგმა მქონდა, რომ პროტესტი გამომეხატა. ვერ ვითმენდი, როგორ დაათრევენ კატებივით პატარა ბავშვებს, თუნდაც ეს მანდატურები. ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ართუ შენობის დაწვა არ მიცდია, ერთი საათი ვამტვრევდი შუშას. ოპერატიულად რომ მემოქმედა, მივაღწევდი მიზანს. ვიჯექი ღობესთან და ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა, შემდეგ ჩემს თავზე გავბრაზდი, უკან როგორ უნდა დავიხიო-მეთქი”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით, 04:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

მას ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები