გორდულაძე – შერმადინზე: ეს ადამიანი აკეთებს განცხადებას და ამას შემდეგ მოაყოლებ საქციელს, რომელიც ყველამ ვიხილეთ, ეს არის გარედან მართული ფაშიზმის პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკალათბურთო მატჩის შემდეგ გიორგი შერმადინის მიერ გაკეთებული განცხადების მიმართ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა.

„ის არის ეტალონი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, ქართველი და როგორ უნდა გაიტანოს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ადამიანი კარიერას ამთავრებს, აკეთებს განცხადებას და ამას შემდეგ მოაყოლებ იმ სულმდაბალ საქციელს, რომელიც ყველამ ვიხილეთ, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით, ზუსტად ეს არის გარედან მართული, დაფინანსებული და წახალისებული ლიბერალური ფაშიზმის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში გახლეჩილობის და ადამიანებს შორის ქიშპის ჩამოსაგდებად“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, უკრაინასთან მატჩში ანგარიშით 79:92 დამარცხდა. ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელიც სანაკრებო კარიერას ასრულებს. მატჩის შემდეგ სამადლობელი სიტყვისას დროს, გიორგი შერმადინმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რასაც დარბაზში მყოფი გულშემატკივრის ნაწილის უკმაყოფილება და სტვენა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები