ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი იუწყება.
„ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა“, – წერს გამოცემა.
როგორც ცნობილია, დაშავდა 76 ადამიანი, მათ შორის 11 მეხანძრე.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ვანგ ფუკ კორტის საცხოვრებელ კომპლექსში გუშინ, 26 ნოემბერს ადგილობრივი დროით შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი შენობების გარშემო რემონტის გეგმის ფარგლებში აღმართულ ბამბუკის ხარაჩოებს გაუჩნდა. ხანძარი სწრაფად გავრცელდა და კომპლექსის რვავე შენობა მოიცვა.
აღსანიშნავია, რომ ეს ჰონგ-კონგში ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია.