ირაკლი თუთარაშვილი: როდესაც კომპანიას საუკეთესო ანგარიშგებისთვის BARTA აქვს მიღებული, ეს მისი ბიზნეს საქმიანობისთვის დამატებით წარმატებაა
“ანგარიშგების მაღალი სტანდარტი და გამჭვირვალობა ყველა დაინტერესებული პირისთვის მნიშვნელოვანია, ზრდის კომპანიის მიმართ ინტერესს, როგორც ინვესტორების, ასევე კომპანიის მომხმარებლების მხრიდან. BARTA წარმოადგენს საკმაოდ პრესტიჟულ ჯილდოს. როდესაც კომპანიას აღიარებული საუკეთესო ანგარიშგება აქვს, შეუძლია წარმატებით გამოიყენოს მისი ბიზნეს საქმიანობისას,” – ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ირაკლი თუთარაშვილმა განაცხადა და კომპანიებს მე-7 წელსაც აქტიურობისკენ მოუწოდა.
მან ყურადღება გაამახვილა კონკურსის მნიშვნელობაზე, მის პირობებსა და კრიტერიუმებზე.
მისი განცხადებით, კომპანების მხრიდან აქტივობა ყოველწლიურად უფრო მზარდია და როგორც თუთარაშვილმა აღნიშნა, წელს უკეთესი შედეგის მოლოდინია, როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივად.
BARTA 2025 – საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება 30 ნოემბერს დასრულდება. BARTA-ს საქართველოში უკვე 6 წლიანი ისტორია აქვს და მისი მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა.
კონკურსს წელს, საქართველოს ეროვნული ბანკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს.
BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია. 2026 წლის თებერვალში, დაჯილდოების ცერემონიაზე, 10 საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. მათ შორის, წელსაც, გასული წლის მსგავსად, BARTA გამოავლენს „საუკეთესო დებიუტანტ კომპანიას“. ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველივე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.
BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგების რეფორმის ინიციატივა წამოაყენა.
მისწერეთ კვირა