დონალდ ტრამპი: სამხრეთ აფრიკა არ მიიღებს მოწვევას 2026 წლის G20-ის სამიტზე, რომელიც მაიამიში გაიმართება, ის არ არის წევრობის ღირსი ქვეყანა

ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ აფრიკაში G20-ის სამიტს არ დაესწრო, რადგან სამხრეთ აფრიკის მთავრობა უარს ამბობს, აღიაროს ან განიხილოს ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევები, რომლებსაც აფრიკანერები და ჰოლანდიელი, ფრანგი და გერმანელი კოლონისტების სხვა შთამომავლები განიცდიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Truth Social-ზე დაწერა.

მისი განცხადებით, სამხრეთ აფრიკაში, თეთრკანიანებს კლავენ და მათ ფერმებს ისაკუთრებენ, თუმცა, მემარცხენე ლიბერალური მედია ამაზე არაფერს ამბობს.
ტრამპის თქმით, სამხრეთ აფრიკა არ მიიღებს მოწვევას 2026 წლის G20-ზე, რადგან წევრობის ღირსი არ არის.

“უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, ისინი კლავენ თეთრკანიანებს და მათ ფერმებს ართმევენ. შესაძლოა, ყველაზე უარესი ის არის, რომ გაკოტრების პირას მყოფი New York Times და ყალბი ამბების მედია ამ გენოციდის წინააღმდეგ არაფერს იტყვის. სწორედ ამიტომ მთავრდება ყველა მატყუარა და თაღლითი მემარცხენე მედიის დრო! G20-ის დასასრულს, სამხრეთ აფრიკამ უარი თქვა G20-ის თავმჯდომარეობის გადაცემაზე ჩვენი აშშ-ის საელჩოს უფროსი წარმომადგენლისთვის, რომელიც დახურვის ცერემონიას დაესწრო. ამიტომ, ჩემი მითითებით, სამხრეთ აფრიკა არ მიიღებს მოწვევას 2026 წლის G20-ზე, რომელიც მომავალ წელს ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში გაიმართება. სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ის არ არის წევრობის ღირსი ქვეყანა და ჩვენ დაუყოვნებლივ შევაჩერებთ მათთვის ყველა გადასახადს და სუბსიდიას. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!” – წერს ტრამპი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები