კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა იორდანიაში შეხვედრა გამართეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის, პეტრას განვითარებისა და ტურიზმის ადმინისტრაციასა და ამერიკულ კვლევით ცენტრთან (ACOR)

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, იორდანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, შეხვედრა გამართეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის, პეტრას განვითარებისა და ტურიზმის ადმინისტრაციასა და ამერიკულ კვლევით ცენტრთან (ACOR).
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პეტრას განვითარებისა და ტურიზმის ადმინისტრაციასთან მხარეებმა ისაუბრეს კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით საქართველოსა და იორდანიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და განიხილეს სააგენტოსა და პეტრას ადმინისტრაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე.
ვიზიტის ბოლოს, ასევე შეხვედრა გაიმართა ამერიკულ კვლევით ცენტრში (ACOR), რომელიც ქვეყანაში სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას ახორციელებს და ახალგაზრდა მკვლევრებს სამეცნიერო-კვლევით გრანტებს სთავაზობს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საერთო ინიციატივების დაგეგმვისა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები