ინგა ფხალაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორ არტურ ლორკოვსკისთან ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს არტურ ლორკოვსკისა და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები და რეფორმები.

,,ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა კიდევ ერთხელ განაცხადა ორგანიზაციის მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა აღნიშნული პროცესების წარმატებით განხორციელებაში.

ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყნის წარმატებულ ჩართულობას, ორგანიზაციის მიერ 2025 წელს განხორციელებულ ღონისძიებებში.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლითაც საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ევროპულს დაუკავშირდება.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან საქართველოს ნორმატიული ბაზის დაახლოებისა და თანამედროვე კონკურენტული საბაზრო პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები