ირანში 26 წლის ქალი ჩამოახრჩვეს

  ირანში 26 წლის ქალი ჩამოახრჩვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, რეიჰან ჯაბარი ქვეყნის დაზვერვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
ქალი, ორგანიზაცია „ემნისტი ინტერნეშენელ“-ის სასჯელის გაუქმების მიწოდების მიუხედავად, ჩამოახრჩვეს.
შეგახსენებთ, რომ რეიჰან ჯაბარი 2007 წელს გაასამართლეს. პრესის ცნობით, მან მოკლა ადამიანი, რომელმაც მისი გაუპატიურება სცადა. სამართალდამცავების თქმით, გამოძიება სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. ერთი თვის წინ კი სოციალურ ქსელებში ჩამოხრჩობის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო. თუმცა ამაოდ.

10743594_856258331081073_341551501_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები