სინაის ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

  ეგვიპტის ხელისუფლებამ სინაის ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი დააწესა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ადგილობრივ ძალოვანებზე გუშინ განხორციელებული იერიშის შემდეგ მიიღო.
ქვეყნის ლიდერის ბრძანების თანახმად, ჩრდილოეთ სინაის პროვინციაში შეზღუდვა ხალხის და ტრანსპორტის გადაადგილებაზე დღეს, ადგილობრივი დროით 17:00 საათიდან 07:00 საათამდე შევა ძალაში.
„არმია და ეგვიპტის პოლიცია ტერორიზმის საფრთხის ლიკვიდაციისთვის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების და ჩვეულებრივი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის მიზნით ყველა საჭირო ზომას მიიღებს“, – ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელდა.
გარდა ამისა, ქვეყანაში 3 -დღიანი გლოვა გამოცხადდა ტერაქტის შედეგად 26 ადამიანის დაღუპვის გამო.
შეგახსენებთ, რომ „კამიკაძემ“ 2 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებით დანაღმული ავტომობილით შეიხ-ზუვეიდთან ღაზას საზღვართან ახლოს მდებარე მსხვილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაიარა. მან თავი აიფეთქა. თვითმხილველების თქმით, საერთო ჯამში, თავდამსხმელი 20 ადამიანი იყო, ყველა მათგანს ბედუინების ტანსაცმელი ეცვა. თავდამსხმელებთან ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები