„ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა წინ იარონ“

  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
პატრიარქმა თბილისობის დღესასწაული ყველას მიულოცა, მიესალმა პრეზენტაციაზე მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას.
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. როცა ჩვენ ვამბობთ, ვლაპარაკობთ “თბილისობაზე”, უპირველესად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე, გაჭირვებული ხალხის, უმუშევართა წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უმუშევარი ნაკლები იყოს საქართველოში და თბილისში. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ, დაძლიონ ყველა ის მძიმე წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენ გვხვდება. ჩვენი მომავალი ღვთის მადლით ნათელია და კურთხეული. კურთხეულ იყოს თბილისი, კურთხეულ იყვნენ თბილისელები და სრულიად საქართველო, ამინ!” – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები