სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილემ გაო იენმა გახსნა.
მან ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
მინისტრის მოადგილის გაო იენის განცხადებით, ჩინეთის მხარე მზად არის გაზარდოს საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური და ტექნიკური დახმარება.
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორის კომისიის მე-6 სხდომას საქართველოს მხრიდან წარმოადგენდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.