მიხეილ ყაველაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჩვენს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტებმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებულ გამოძიებაზე, ასევე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

„მხარეებმა განიხილეს საქართველოში, ჩვენი სამხედრო – სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს, დაღუპული ჯარისკაცების გამო, სამძიმარი გამოუცხადა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები