პუტინი აშშ-ს განსაკუთრებულობის თეზისის წინააღმდეგ გამოვიდა

სოჭში საერთაშორისო ფორუმ „ვალდაიზე“ გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისაუბრებს გულწრფელად და მკაცრად. პუტინმა ახლო აღმოსავლეთში და დანარჩენ სამყაროში აშშ-ს პოლიტიკა გააკრიტიკა. პუტინი აშშ-ს განსაკუთრებულობის თეზისის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ასეთი მიდგომა კონფლიქტის ესკალაციას და ექსტრემისტული რეჟიმების განვითარებას გამოიწვევს.
გარდა ამისა, გამოსვლისას პუტინმა ქვეყნის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა გამონათქვამები გაიხსენა.”რაც დაშვებულია იუპიტერისთვის, დაუშვებელია ხარისთვის”; ” ნებართვის აღებას დათვი არავისგან აპირებს”, “დათვი ტაიგას არავის მისცემს”. ეს ძველი გამონათქვამებია, და „ჩვენ ვერ დავეთანხმებით ასეთ ფორმულირებებს. შეიძლება ხარისთვის რაღაც დაუშვებელია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დათვიც არავის არაფერს დაეკითხება. დათვი ტაიგის პატრონად ითვლება და ის ტაიგას არავის დაუთმობს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ მათ რუსეთს არაფერი არ უნდა ჰკითხონ. ამიტომაც იმის კეთება დაიწყეს, რაც სურდათ და არავითარ წესს არავის უთანხმებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები