დავით ქართველიშვილი: ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა

„ჩვენს თვალწინ იქმნება ბრიუსელის საპირწონე ახალი ევროპა, რომელიც ჩვენთვისაც მიმზიდველია, ისევე როგორც სლოვაკეთისთვის, ჩეხეთისთვის, პოლონეთისთვის. იქმნება ტრადიციული, კონსერვატიული, ჯანსაღი, ევროპული ცენტრალური ევროპა და არ არის ადვილად ხელწამოსაკრავი ის, რასთანაც გვაქვს საქმე,” – განაცხადა „ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელ ბიუროკრატებს და მათ შორის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, ჰგონია, რომ იმას, რასაც ვერ უბედავს ბრიუსელი ევროპული ქვეყნების ცალკეულ ლიდერს, გაუბედავს საქართველოს.

„ჰერჩინსკი დიდი ხანია გასულია დიპლომატიური მომსახურების არიდან – ასტრალშია და სულ სხვა ორბიტაზე ტრიალებს, იმიტომ, რომ თავის განცხადებებს დღეს კიდევ ერთი სიგიჟე დაამატა. თურმე, უკრაინა და მოლდოვა ძალიან დიდი მანძილით უსწრებს საქართველოს ევროკავშირის გაფართოების გზაზე. ჩამოვთვალოთ რით უსწრებს და ამით ჰერჩინსკის ლოგიკა ფსიქიატრიული თვალსაზრისით, აბსოლუტურად ნათელი გახდება: ამ ქვეყნების სასამართლოების სისტემას მთლიანად უცხოური ორგანიზაციები აყალიბებენ; ამ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება ლგბტ პრაიდები; მიღებული აქვთ პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონი; ზღუდავენ ოპოზიციურად მოაზროვნე პოლიტიკოსებს, ტელევიზიებსა და სიტყვას; არჩევნების შედეგები დგება კაბინეტებში შეთანხმებული ციფრებით და ა.შ ,” – განაცხადა „ხალხის ძალის” წევრმა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ჰერჩინსკის ლოგიკით, საქართველო ჩამორჩება ამ ქვეყნებს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებები კანონით და იმით, რომ ქვეყანას კბილებით უჭირავს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭო.

„ის რასაც ევროკავშირის სივრცეში ვერ უბედავენ ვიქტორ ორბანს, ჰგონიათ, რომ გასდით საქართველოში. ჩვენს თვალწინ იქმნება ბრიუსელის საპირწონე ახალი ევროპა, რომელიც ჩვენთვისაც მიმზიდველია, ისევე როგორც სლოვაკეთისთვის, ჩეხეთისთვის, პოლონეთისთვის. იქმნება ტრადიციული, კონსერვატიული, ჯანსაღი, ევროპული ცენტრალური ევროპა და არ არის ადვილად ხელწამოსაკრავი ის, რასთანაც გვაქვს საქმე. მაგრამ ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ამ ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, აქ გაუვა და ასე არაა. საქართველო იყო ტრიგერი იმ პროცესების წამოწყების, რასაც ჩვენ თვალს ცენტრალურ ევროპაში ვადევნებთ. ჩვენ დავანახეთ – თუ დაიცავ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტრადიციებს, ფასეულობებს და ამ ბრძოლაში იქნები მართალი, ვერცერთი ძალა ვერ მოგერევა,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები