“არ არსებობს არცერთი მაჩვენებელი, რომელზეც შევთანხმდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ჩვენ ვარღვევთ ან მნიშვნელოვნად ვარღვევთ” — ვოლსკი

“არ არსებობს არცერთი მაჩვენებელი, რომელზეც შევთანხმდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ჩვენ ვარღვევთ ან მნიშვნელოვნად ვარღვევთ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას თავისი მიზეზები უნდა ჰქონდეს.

“ეს მიზეზები არ არსებობს, ჩამონათვალში რაც არის. აქ შემოაქვთ ახალი მცნება, რომ თითქოსდა პოლიტიკურად მთავრობა არ ვარგა და მილიონ 200 ათასი ადამიანი, ვინც მას მხარი დაუჭირა, უნდა დაისაჯოს.

დაისაჯოს იმიტომ, რომ არ გამოვიდა და არ ჩამოაგდო ხელისუფლება ან, ყოველ შემთხვევაში არ მოეხმარა მათ, ვინც ხელისუფლების ძალით ჩამოგდებას ლამობდა. ამ პოზიციას არ იზიარებს ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. ეს არ არის მხოლოდ უნგრეთი თუ სლოვაკეთი. იქ სხვა პრაგმატული მოსაზრებებიც არსებობს საქართველოსთან მიმართებაში. ყველაზე საოცარი რაც არის, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მოლოდინი არ მაქვს, რომ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რომ ხელისუფლება კი არ უნდა დაისაჯოს, არამედ მთელი ხალხი, ვინც ხელისუფლებას ხმა მისცა, ვინაიდან ისინი არ ასრულებენ იმას, რასაც შეასრულებდა, მაგალითად პაატა ბურჭულაძე რომ მოსულიყო ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები