პაველ ჰერჩინსკი: არის ახალი მექანიზმი, რომელიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში – დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს

„დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამაზე სპეკულაცია არ მინდა, „– ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„არის ახალი მექანიზმი, რომელიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ამის შემდეგ მას ევროკავშირის წევრები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. წევრი ქვეყნები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამაზე სპეკულაცია არ მინდა. ევროკომისიამ მიიღო პასუხი. როგორც მე მესმის, ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი და ამ პასუხზე დაყრდნობით, ვიზალიბერალიზაციის ახალი ანგარიში იქნება გამოქვეყნებული დეკემბერში. მას გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები