გურამ მაჭარაშვილი – ქართველ ხალხს აქვს მკაფიო პოზიცია, არ მიიღოს ევრობიუროკრატიის მოთხოვნები
„ქართველ ხალხს აქვს მკაფიო პოზიცია, არ მიიღოს ევრობიუროკრატიის მოთხოვნები, რომ საქართველოში ლგბტ პროპაგანდა უნდა ვაწარმოოთ, კანონი გავაუქმოთ, სამხედრო კონფრონტაცია დავიწყოთ რუსეთთან და უარი ვთქვათ გამჭვირვალობაზე, რათა საქართველოში შავი ფული ტრიალებდეს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ამერიკის პრეზიდენტმა USAID იმის გამო გააუქმა, რომ თანხები სხვა ქვეყანაში მიედინებოდა პოლიტიკური არეულობისთვის. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ენჯეო სექტორმა თქვა, რომ ფულები ვეღარ ერიცხებათ, რათა საქართველოში რადიკალური პროცესები დააფინანსონ. ამ ყველაფრის ფონზე როცა ამბობ, უვიზო მიმოსვლას გავაუქმებ, თუ დავალებებს არ შეასრულებო, ეს პირდაპირი მუქარაა, რასაც ქართველი ხალხი არ მიიღებს. ქართველ ხალხს როცა ემუქრები, თავდაცვითი ინსტიქტი უფრო ძლიერდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.