თენგიზ შარმანაშვილი: უკრაინაში კორუფციის იმდენად მაღალი დონეა, რომ კონგრესმენები ალაპარაკდნენ
„უკრაინაში კორუფციის იმდენად მაღალი დონეა, რომ კონგრესმენები ალაპარაკდნენ,“- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა უკრაინაში კორუფციულ სკანდალზე საუბრისას განაცხადა.
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უკრაინაში კორუფციის არნახულად მაღალი დონეა, იმდენად მაღალია, რომ კონგრესმენები ამაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ. ეს დაკავებები მეტყველებს იმაზე, რომ ვიდრე დასავლეთი არ ჩაერია, არ ამოქმედდა სამართლებრივი სისტემა. ამ ორგანოს გაუქმებასაც აპირებდნენ”, – აცხადებს შარმანაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიაში მასშტაბური კორუფციული სქემა გამოააშკარავა. კორუფციული სკანდალის გამო, ქვეყნის იუსტიციის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს. როგორც Le Figaro წერს, ჯამში, ბრალი 7 ადამიანს წაუყენეს.