“როდესაც სახეზეა სუვერენიტეტის უპატივცემლობა, და ეს დავინახეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში, ამან გამოიწვია ურთიერთობების შემდგომი გართულება“ – პაპუაშვილი

“ჩვენ არავის დარწმუნებას არ ვცდილობთ. ვინმეს კითხვები თუ აქვს, სიამოვნებით ვპასუხობთ ყველას კითხვას, რამე თუ აინტერესებთ. რაში რწმუნდებიან და რა დასკვნები გამოაქვთ, ეს მათი საქმეა და ჩვენთვის ეს დიდი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მმართველი გუნდისთვის მთავარია, ქართველი ხალხი საკუთარი პოლიტიკის სისწორეში დაარწმუნოს.

“რაც შეეხება დიალოგის აუცილებლობას, ეს არის უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყნების თუ ორგანიზაციების ინტერესში, რომლებსაც ქართველ ხალხთან უნდათ ურთიერთობა. ეს არის მთავარი წითელი ხაზები, რაც ჩვენ გვაქვს. როდესაც რომელიმე ქვეყანა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ეს მიუღებელია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც გეოგრაფიული მხრიდან ხდება საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა – ჩრდილოეთიდან თუ დასავლეთიდან. რა მნიშვნელობა აქვს, საიდან დაუბერავს ქარი, თუკი ეს ქარი არ არის სწორი? როდესაც ვხედავთ სუვერენიტეტის უპატივცემლობას, და ეს დავინახეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია ურთიერთობების შემდგომი გართულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები