გურამ მაჭარაშვილი: PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრისას ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა ის თხოვნა, რომ რა ობიექტური რეალობაც არსებობს, ის იყოს აღწერილი
„ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფ „ხალხის ძალის” წევრებიც დაესწრნენ.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, მათი მხრიდან დელეგაციის წევრების მიმართ დაფიქსირდა თხოვნა, რომ PACE-ის მიდგომები იყოს რეალური და ობიექტური.
“ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა ის თხოვნა, რომ მიდგომები იყოს რეალური და ობიექტური. არ ვითხოვთ თავზე ხელის გადასმასა და ზედმეტად ქულების ჩაწერას – რა ობიექტური რეალობაც არსებობს, ეს უნდა იყოს აღწერილი”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.