“ენჯეოები“, რომლებიც დღეს არღვევენ კანონს და არ ემორჩილებიან „გამჭვირვალობის კანონს“, არღვევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას” – პაპუაშვილი

“ის „ენჯეოები“, რომლებიც დღეს არღვევენ კანონს და არ ემორჩილებიან „გამჭვირვალობის კანონს“, ის დონორები, რომლებიც ცდილობენ და ქმნიან გვერდის ავლის სქემებს, არღვევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

„როდესაც სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა კანონის დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, ამით მან ამავე დროს თქვა, რომ ეს კანონი არის მოქმედი და კანონს უნდა დაემორჩილოთ.

მთელი პარადოქსი ისაა, რომ საქართველოს აბრალებენ სანქციების გვერდის ავლას ეს „ენჯეოები“ და ის დონორები და დღეს თავად ცდილობენ გვერდი აუარონ სანქციებს, ვგულისხმობ საკანონმდებლო რეგულაციებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები