ლევან მაჭავარიანი: წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი
,,წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 2026 წლის გაზრდილი ბიუჯეტი ჯანდაცვის და სოციალური პაკეტების დაფინანსებას, ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
„მოგეხსენებათ, რომ ამ წლის ბიუჯეტი იყო 32 მილიარდ-ნახევარი. დაახლოებით, 3 მილიარდნახევრიანი ზრდა იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტში. ძირითადად გადანაწილებული არის ეს ყველაფერი ჯანდაცვაზე, სოციალურ პაკეტებზე, ინფრასტრუქტურაზე და ა.შ. დეკემბერში მოხდება საბოლოო ვერსიის დადასტურება და დღეს იქნება ძალიან დეტალური განხილვა ამ ყველაფრის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.